მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სერგო რატიანი, დავით დარჩიაშვილი და ელენე ხოშტარია მივიდნენ.
როგორც ისინი აცხადებენ, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს სოლიდარობას უცხადებენ.
საქართველოს მთავარ პროკურატურასთან „თავისუფალი დემოკრატების" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.