-
+
28 დეკემბერი. 2018. 00:18
თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ხანძრის შედეგად საოჯახო ნივთები დაიწვა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში პირველ არხს განუცხადეს, საოჯახო ნივთები საცხოვრებელი კორპუსში, 30-40 კვ.მ.-ზე დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია.