logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: „ნაციონალები“ თავჩაქინდრულები უნდა დადიოდნენ პატიების თხოვნით!
- +

21 მაისი. 2016. 16:22



ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და მათი აქტივისტები თავჩაქინდრულები უნდა დადიოდნენ პატიების თხოვნით.



ნაციონალურ მოძრაობაში" ვის მკვლელობას აპროტესტებენ და ვის დებენ ბრალს? რამდენი ადამიანი შეეწირა ნაციონალური მოძრაობის" უუნარობას 2008-ში? ზოგი გარდაცვლილის რომ მხოლოდ ნაწილები ჩამოიტანეს და იმასაც ვერ იზამდნენ, რომ არა ჩვენი პატრიარქი და ჩვენი სამღვდელოება?

რამდენი ადამიანი შეეწირა უუნარო სამხედრო მეთაურს - მავე პრეზიდენტ სააკაშვილს? საკუთარი მოქალაქეები რომ გაწირა? საკუთარი ჯარისკაცები, საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობა?

რამდენი ტერიტორია, სოფელი, ხეობა დავკარგეთ ნაციონალური მოძრაობის" უქნარა მმართველობის გამო? რამდენი დამატებითი დევნილი მივიღეთ სააკაშვილის უუნარობის გამო?

რამდენის ჩამოთვლა შეიძლება.

თუკი სადმე სამართალი არსებობობს, სულ მცირედი მაინც, ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს და მათ აქტივისტებს ენა მუცელში უნდა ჰქონდეთ ჩაყლაპული და თავჩაქინდრულები დადიოდნენ პატიების თხოვნით საქართველოსა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ", - წერს არჩილ გამზარდია „facebook"-ზე.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner