ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და მათი აქტივისტები თავჩაქინდრულები უნდა დადიოდნენ პატიების თხოვნით.
„ნაციონალურ მოძრაობაში" ვის მკვლელობას აპროტესტებენ და ვის სდებენ ბრალს? რამდენი ადამიანი შეეწირა „ნაციონალური მოძრაობის" უუნარობას 2008-ში? ზოგი გარდაცვლილის რომ მხოლოდ ნაწილები ჩამოიტანეს და იმასაც ვერ იზამდნენ, რომ არა ჩვენი პატრიარქი და ჩვენი სამღვდელოება?
რამდენი ადამიანი შეეწირა უუნარო სამხედრო მეთაურს - იმავე პრეზიდენტ სააკაშვილს? საკუთარი მოქალაქეები რომ გაწირა? საკუთარი ჯარისკაცები, საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობა?
რამდენი ტერიტორია, სოფელი, ხეობა დავკარგეთ „ნაციონალური მოძრაობის" უქნარა მმართველობის გამო? რამდენი დამატებითი დევნილი მივიღეთ სააკაშვილის უუნარობის გამო?
რამდენის ჩამოთვლა შეიძლება.
თუკი სადმე სამართალი არსებობობს, სულ მცირედი მაინც, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს და მათ აქტივისტებს ენა მუცელში უნდა ჰქონდეთ ჩაყლაპული და თავჩაქინდრულები დადიოდნენ პატიების თხოვნით საქართველოსა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ", - წერს არჩილ გამზარდია „facebook"-ზე.