logo_geo
eng_logo
ვაისი: ოთარ კაკაბაძე ესპანურ „ხიმნასტიკში“ ითამაშებს
- +

21 მაისი. 2016. 16:23



თბილისის „დინამოს" მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას „ხიმნასტიკში" გააგრძელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განუცხადა.


„რამდენადაც ვიცი, ოთარ კაკაბაძე „ხიმნასტიკის" მოთამაშე გახდება, რაც მისი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ინფორმაციით, ეს საკითხი გადაწყვეტილია", - აღნიშნა ვაისმა.


თბილისის „დინამოს" 20 წლის მცველი ვაისმა უახლოესი შეკრებისთვის გამოიძახა ეროვნულ ნაკრებში. რაც შეეხება „ხიმნასტიკს", გუნდი ლა ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის და მის ღირსებას ამჟამად გიორგი აბურჯანია და „დინამოს" ყოფილი შემტევი ჩისკო იცავენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner