logo_geo
eng_logo
„ბოინგ 777“-ის გარდაცვლილი მგზავრების ოჯახის წევრებმა ვლადიმირ პუტინს უჩივლეს
- +

21 მაისი. 2016. 16:43



„BBC"-ის ცნობით, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და მალაიზის რამდენიმე ოჯახმა „მალაიზიური ავიახაზების" რეის MH17-ის კატასტროფასთან დაკავშირებით რუსეთსა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლეს. 33 ადამიანმა საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 9 მაისს შეიტანა.


მოსარჩელე მხარე რუსეთისგან თითოეული დაღუპული ოჯახის წევრის სანაცვლოდ 10 მილიონ დოლარს ითხოვენ.



ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის „Boeing 777"-მა კატასტროფა 2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ დონბასში განიცადა. თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მიფრინავდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა.



კატასტროფის მომენტისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" მებრძოლებსა და სახელისუფლებო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობდა. ექსპერტიზის შედეგად დადასტურდა, რომ თვითმფრინავი რუსული წარმოების საზენიტო-სარაკეტო სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner