logo_geo
eng_logo
მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
- +

28 დეკემბერი. 2018. 15:41

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებული მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ამავე ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძე კი დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.

 

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ „ბახალას“ შსს-მ მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი დაუმძიმა. გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე. გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც, სადაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner