logo_geo
eng_logo
საავტომობილო გზების ნაწილზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
- +

28 დეკემბერი. 2018. 16:25

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რამდენიმე საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

 

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და ამ ეტაპზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner