ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე აინთო. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ცენტრალურ მოედანზე, თეატრის წინ დაიდგა. ნაძვის ხის დიზაინზე ადგილობრივმა დიზაინერებმა იზრუნეს.
დამდეგი ახალი წელი ქუთაისელებს ქალაქის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ და იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ მიულოცეს.
საზეიმო ცერემონია მუსიკალურად გორის ქალთა გუნდმა გააფორმა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ცენტრის ბალერინები.