logo_geo
eng_logo
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელი შეაჯამა
- +

28 დეკემბერი. 2018. 21:51

მომავალ წელს საქართველოს პირველი სამუზეუმო ქალაქი ექნება, პირველ ინდუსტრიულ ძეგლზე კი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ატრაქციად უნდა იქცეს, ფიზიკური სამუშაოები დაიწყება. იქამდე კი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2018 წელს აჯამებს. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი მოვლენები ასეთია:

 

ქართულს ჭიდაობას მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტის სტატუსი მიენიჭა. გადაწყვეტილება იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში მიიღეს.

 

ქართული ჭიდაობა უნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანილი უკვე მესამე ძეგლია. ამ სიაში მანამდე ირიცხებოდა სამი ქართული არამატერიალური ძეგლი: ქართული მრავალხმიანობა (2001 წ.), ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი (2013 წ.), ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა (2016 წ.).

 

ტაო კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე, ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული.

 

2017 წელს, საქართველო-თურქეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმდა ოშკის რეაბილიტაციისა და საქართველოში არსებული ოსმალური ძეგლების მოვლა-პატრონობის 4-წლიანი სამოქმედო გეგმა.

 

ქუთაისში ამოქმედდა ქართულ-პოლონური მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისია, რომელიც ქუთაისს, როგორც უძველესი ცივილიზაციის მქონე ქალაქს შეისწავლის.

 

საქართველოს სტუმრობდა „ევროპა-ნოსტრას“ ექსპედიცია. ევროპა-ნოსტრას საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების გადარჩენის პროგრამის ფარგლებში დაიწყო დავით გარეჯის კომპლექსის ძეგლების სრულმასშტაბიანი კვლევისა და გადაუდებელი საკონსერვაციო გეგმის შემუშავების პროექტი, რომელშიც ევროპის საინვესტიციო ფონდი და საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტები არიან ჩართულნი.

 

შემუშავდა ენგურჰესის ტურისტული ზონის განვითარების საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც ესტონურმა დიზაინ კომპანიამ „კოკო არქიტექსმა“ მოამზადა.

 

დაიწყო მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და სამუზეუმო კონცეფციაზე მუშაობა. ასევე, მომზადდა გრაკლიანის არქეოლოგიური კომპლექსის მუზეუმის კონცეფცია და პროექტი, რომელიც ესტონურმა დიზაინ კომპანიამ „კოკო არქიტექსმა“ განახორციელა.

 

ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებზე დაიწყო ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო – საკონსერვაციო პროექტები: უჯარმა, გორიც ციხე, ნიკორწმინდა, ნიჩბისის ციხე.

 

შემუშავდა ბორჯომის სამუზეუმო ქალაქად ქცევის პროექტის კონცეფცია, რომლის განხორციელების პირველ ეტაპზე საპარტნიორო ფონდთან ერთად დაიწყო რომანოვების ლიკანის რეზიდენციის კომპლექსური რეაბილიტაცია.

 

მომზადდა კაცხის სვეტის სკანირებული მოდელი, რომლის საფუძველზე განისაზღვრება მისი სტრუქტურული გამაგრების პროექტი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner