პარტია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრი მამუკა მდინარაძე პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი ახალი წევრის დავით კოღუაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.
„გუშინ რამდენიმე კომენტარი გავაკეთე კოღუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი. როგორც ვიცი, მან გარკვეული განცხადება გააკეთა და კვლავ გააკეთებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.