ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„გააზიარეთ ეს პოსტი, რომ ბევრმა წაიკითხოს!
ამ დღეებში იმდენი სევდიანი წერილი მივიღე, გადავწყვიტე, რომ საჯარო პოსტი გამოვაქვეყნო.
ყველას ექნება წაკითხვის საშუალება: 31 დეკემბერს,
ორშაბათს, დღის 3 საათზე ვიდგები პარლამენტის შესასვლელთან, თბილისში!!! არა რუსთაველის მხრიდან, არამედ ზედა შესასვლელთან. დაგელოდებით ყველას, ვინც მწერთ, რომ საახალწლოდ გაკლიათ საკვები. ნუ მოგერიდებათ, გთხოვთ! იყო დრო, როცა მეც ძალიან მიჭირდა. მშიოდა, არ მრცხვენია, ეს მოგიყვეთ და ჩემი მეგობრები მიზიარებდნენ საახალწლო ნობათს. მობრძანდით და აუცილებლად მოიყვანეთ ბავშვები, რომლებზეც ასეთი სიყვარულით მწერთ, უნდა გაგახაროთ! ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, თუ მეზობლად გაჭირვებული ოჯახი ეგულება, გადასცეს, რომ 31 დეკემბერს, დღის 3 საათზე პარლამენტთან ველოდები. ყველასთან თავად მივიდოდი, მაგრამ ბევრი წერილია და, უნდა მაპატიოთ, რომ ფიზიკურად ვერ მოვასწრებ სტუმრობას. გელოდებით, გულით და სულით...
P.S. მოკრძალებით გწერთ, გთხოვთ უმორჩილესად: ნუ მომაქცევთ მე ყურადღებას და ნუ შემაქებთ, გთხოვთ... არაფერი არაა აქ განსაკუთრებული. ვიმოქმედოთ, თუ ვინმეს უჭირს, გადაეცით, მოვიდეს“, - წერს ინაშვილი.