logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოების ზომები გასაორმაგებელია, თუ არა გასასამმაგებელი
- +

21 მაისი. 2016. 19:50



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოების ზომები „გასაორმაგებელია, თუ არა გასასამმაგებელი".



ეს არის დანაშაული, რომელზეც ადრე თუ გვიან სამართალი აუცილებალად იქნება დამდგარი.
არის ისეთი საკითხები, რომლებიც კვლავ პოლიტიკური სპეკულაციების არეალშია გახვეული, თუ რატომ განცხადებები არ კეთდება. განცხადებები სათანადოდ კეთდება და მუშაობაც ამ მიმართულებით მიმდინარეობს.

ოკუპაცია არ უნდა დაშვებულიყო და ამის რესურსი სააკაშვილის ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდა.
ნებით თუ უნებლიეთ, დაშვებული იქნა ასეთი შეცდომები, რომლებმაც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. ურთულესი საკითხია. რუსეთსაც უნდა მოეთხოვოს პასუხი, როგორც რეალური ფაქტიური ხელმძღვანელობის განმხორციელებელს და დანაშაულის ჩამდენი აუცილებლად უნდა იქნას დაკავებული, როგორ და რა ფორმით, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოისხნება", - განაცხადა ვოლსკიმ.



კითხვაზე, რამდენად დაცულია ადგილზე უსაფრთხოების ზომები, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „ეს ისეთი შეკითხვაა, რაზეც, ალბათ, სპეციალისტების თუ შესაბამისი სტრუქტურების პასუხები იქნება უფრო საინტერესო, მაგრამ რასაკვირველია, უსაფრთხოების თემა თუ რეზულტატით ვიმსჯელებთ, კიდევ გადასახედია, გასაორმაგებელია, თუ არა გასასამმაგებელი.



ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner