logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ჭიათურასა და ზესტაფონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
- +

29 დეკემბერი. 2018. 11:52

 

 

ჭიათურასა და ზესტაფონში, „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. კონცერტს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

სადღესასწაულო ღონისძიებებში ადგილობრივი და მოწვეული მსახიობები მონაწილეობდნენ, რომლებიც საახალწლო პროგრამით წარდგნენ.

 

„ვულოცავ ქართველ ხალხს ახალი წლის დადგომას. ვისურვებდი, რომ ეს წელი განსაკუთრებული ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის, ბედნიერება და წარმატება მოეტანოს… ასევე, წარმატებულ ახალ წელს ვუსურვებ ჩვენი კომპანიის თანამშრომლებს, 2018 წელს ჩვენ ერთად უამრავი ნაყოფიერი პროექტი განვახორციელეთ. ვისურვებდი, რომ მომავალი წელი იყოს უკეთესი და ჩვენ – ყველას უფრო მეტი სასარგებლო, სასიკეთო საქმეების, ასევე, პროფესიული წინსვლის შესაძლებლობა მოგვეცეს“, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner