logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: აბსოლუტურად უსინდისო სპეკულაციაა ის, რასაც დღეს ჩვენი ოპონენტები აცხადებენ
- +

21 მაისი. 2016. 19:50



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებას „უსინდისო სპეკულაციას უწოდებს".



ეს არის გამოძიების საგანი. აბსოლუტურად უსინდისო სპეკულაციაა ის, რასაც დღეს ჩვენი ოპონენტები აცხადებენ. ადგილობრივ მოსახლეობასაც რომ ჰკითხოთ, იქ ყველაფერი წესრიგში იყო, ვიდრე ეს უბედურება მოხდებოდა. ძალიან კარგია, რომ იდენტიფიცირებულია ის დამნაშავე, რომელმაც ასეთი ვერაგული მკვლელობა ჩაიდინა. არ დაგვავიწყდეს, ეს ჯერ კიდევ კონფლიქტის ზონაა. საუბედუროდ, მოხდა ასეთი ძალიან ცუდი ფაქტი და ძალიან კარგი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ აქედან ისეთი დასკვნების გაკეთება, რომ ხელისუფლება რაიმეს სათანადოდ არ აკეთებს, არის სპეკულაცია და მეტი არაფერი",- განაცხადა კვაჭანტირაძემ.



რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, კვაჭანტირაძის განცხადებით, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა.



უშიშროების საბჭოს აქვს გაწერილი ძალიან სერიოზული ვალდებულებები. თუ პრეზიდენტი საჭირო ჩათვლის, რომ მოიწვიოს უშიშროების საბჭო, ეს მისი პრეროგატივაა და მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.




ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner