logo_geo
eng_logo
საქართველოში ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი
- +

29 დეკემბერი. 2018. 15:22

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

30 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა, მოსალოდნელია ზოგან ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ-ში, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით -1, +4° იქნება, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -9 -4°, დღისით -5, 0°. აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს.

ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით -6, -1° იქნება, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -11 , -6°, დღისით -2, +3°; მაღალმთაში ღამით -14, -9°, ზოგან -18°-მდე, დღისით -5, 0°. ზოგან -8°-მდე.

 

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3°, დღისით +6° იქნება.

 

ამასთან, კობი-გუდაურში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით -20, -15°, დღისით -6, -1° იქნება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner