logo_geo
eng_logo
რუსეთიდან საქართველოში მომავალი ადამიანები დახმარებას ითხოვენ
- +

29 დეკემბერი. 2018. 16:57

 

 

რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში მომავალი ადამიანები დახმარებას ითხოვენ. როგორც ერთ-ერთმა მგზავრმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რამდენიმე დღეა ვლადიკავკაზის ტერიტორიაზე დგანან და გზის გახსნას ელოდებიან.

 

„მესამე დღეა ვლადიკავკაზის ტერიტორიაზე ვდგავართ, მანქანები რამდენიმე კილომეტრის მანძილზეა განლაგებული, ველოდებით, როდის გაიხსნება გზა, მაგრამ უშედეგოდ. გუშინ გვითხრეს, რომ 3 საათზე გაიხსნებოდა, დღეს გვითხრეს, 13.00 საათზე გაიხსნებაო, მაგრამ ამ დრომდე ისევ აქ ვდგავართ. გვეუბნებიან, რომ გზა საქართველოს მხარეს უამინდობის გამო არის დაკეტილი და ამიტომ არ გვიშვებენ. საქართველოში ოჯახები გველოდებიან, რომლებიც ძალიან ნერვიულობენ. იმედი გვაქვს, დროულად მოგვარდება ეს პრობლემა, შევძლებთ საქართველოში დაბრუნებას და ახალ წელს საკუთარ ოჯახებში შეხვდებით“, - აცხადებენ რუსეთ-საქართველოს საზღვართან მყოფი მოქალაქეები.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner