logo_geo
eng_logo
ბორჯომის ნახანძრალ ტყეში 144 ჰექტარზე ნერგები უკვე დაირგო
- +

29 დეკემბერი. 2018. 19:30

 

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ერთი წლის განმავლობაში ბორჯომის ტყის ნახანძრალი ტერიტორიის ნიადაგი შეისწავლა და ერთი წლის თავზე ტყის აღდგენა დაიწყო. ამის შესახებ სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა თორნიკე გვაზავამ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

გვაზავას თქმით, ნიადაგის შესწავლა დაახლოებით 250 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობდა და 144 ჰექტარზე ნერგები უკვე დაირგო. მისი განმარტებით ამ ნერგების გახარების ძალიან კარგი შედეგია. პროექტის მეორე ნაწილი კი გაზაფხულზე გაგრძელდება.

 

„ჩვენ დარგვის პროცედურა 2018-20 წლის ჩათვლით გაგრძელდება. დარგვის გარდა ტყის ბუნებრივი განახლებაც ხდება. დარგვის სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოვლის სამუშაოები გაგრძელდება. დაახლოებით, 10-12 წლის შემდეგ შეგვექმნება წარმოდგენა თუ რა სიმაღლის ტყეს მივიღებთ აღდგენის შედეგად. თუმცა აღდგენითი სამუშაოების საბოლოო სახე რომ დავინახოთ, 40-50 წელი გვჭირდება", - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა თორნიკე გვაზავამ.

 

ბორჯომის ხეობაში ხანძრისგან განადგურებული ტყის პერიმეტრი 943 ჰექტარს შეადგენს. პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას 250 ჰა ფართობი ექვემდებარება. 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ტყის აღდგენა 144 ჰექტარზე მოხდება, სადაც, დაახლოებით, 400 000-მდე ნერგი დაირგვება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner