logo_geo
eng_logo
რონალდუმ „რეალის“ ვარჯიში გამოტოვა
- +

21 მაისი. 2016. 19:25


 

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალში მადრიდულ დერბის ვიხილავთ. მილანში, „სან სიროზე" მადრიდის „რეალი" თანაქალაქელ „ატლეტიკოს" დაუპირისპირდება. ზინედინ ზიდანის შეგირდები სრული დატვირთვით ემზადებიან მატჩისთვის, თუმცა გუნდის ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ პარასკევის ვარჯიში კუნთების გადაღლილობის მიზეზით გამოტოვა, რის გამოც, იმავე დღეს ფიზიოთერაპევტების დახმარება ჩაუტარდა.


როგორც კლუბში განაცხადეს, ფორვარდის ეს დასვენება დაგეგმილი იყო და გეგმის მიხედვით, პორტუგალიელი „ატლეტიკოსთან" მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის უკანასკნელ ტურში რონალდუმ ტრავმის გამო მოედანი პირველ ტაიმში დატოვა.


ჩემპიონთა ლიგის 2015/2016 წლების გათამაშების ფინალური დაპირისპირება 28 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner