logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: არც მანამდე მომწონდა მურუსიძის მოსამართლეობა და არც მისი გამუდმივება მომწონს
- +

29 დეკემბერი. 2018. 22:53

 

„სასამართლო რეფორმების სამმა ტალღამ გააძლიერა მოსამართლეები. მათ კი ეს თავისუფლება უნდა გამოიყენონ პროგრესისთვის და მართლმსაჯულების სისტემა უკეთესობისკენ წაიყვანონ“, - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.

 

მისი თქმით,  არც მანამდე მოსწონდა მურუსიძის მოსამართლეობა და არც მისი გამუდმივება მოსწონს.

 

„მან მართალი თქვა, როდესაც ბრძანა, რომ ქართული კონსტიტუციური მოდელი გულისხმობს განსხვავებულ პრინციპს, ვიდრე ეს არის ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში. ჩვენთან იუსტიციის მინისტრი არავითარ კავშირში არ არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. ეს არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner