„სასამართლო რეფორმების სამმა ტალღამ გააძლიერა მოსამართლეები. მათ კი ეს თავისუფლება უნდა გამოიყენონ პროგრესისთვის და მართლმსაჯულების სისტემა უკეთესობისკენ წაიყვანონ“, - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.
მისი თქმით, არც მანამდე მოსწონდა მურუსიძის მოსამართლეობა და არც მისი გამუდმივება მოსწონს.
„მან მართალი თქვა, როდესაც ბრძანა, რომ ქართული კონსტიტუციური მოდელი გულისხმობს განსხვავებულ პრინციპს, ვიდრე ეს არის ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში. ჩვენთან იუსტიციის მინისტრი არავითარ კავშირში არ არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. ეს არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო“, - განაცხადა მინისტრმა.