logo_geo
eng_logo
თბილისში, პეკინის ქუჩაზე მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით დაიწყო
- +

30 დეკემბერი. 2018. 00:34

 

თბილისში, პეკინის ქუჩაზე მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. ამის შესახებ 1tv.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

 

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო – 124-ე და 236-ე, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარებას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.

 

უწყებაში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ფეხის არეში აღენიშნება მსუბუქი დაზიანება, რომელიც სავარაუდოდ, მინის დაზიანების შედეგად აქვს მიყენებული.

 

შემთხვევის სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner