logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტების მაინინგი აკრძალეს
- +

30 დეკემბერი. 2018. 01:06

 

ოკუპირებულ აფხაზეთში, ენერგოკრიზისის გამო, კრიპტოვალუტების მაინინგი აკრძალეს. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობამ მიიღო.

 

როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო, ელექტროენერგიის ხარჯვა გაზრდილია, რამაც აფხაზეთის რეგიონში ელექტროენერგიის დეფიციტი გამოიწვია.

 

ე.წ. მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კრიპტოვალუტის მაინინგით დაკავებული აბონენტების გამოვლენასა და მათი საქმიანობის აღკვეთაში ენერგოკომპანიას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლები დაეხმარებიან.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner