ავტორი ილონა ცაცუა
ქართული ნაწარმის პოპულარიზაციისა და ქართველი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, პროექტის „შეიძინე ქართული ნაწარმი“ პრეზენტაცია გაიმართა. იდეის ავტორის გიორგი ანდრიაძის განცხადებით, პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II- ის ლოცვა კურთხევით ტარდება.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ პროექტის თანაავტორები და ქართული ესტრადის ვარსკვლავები. მომღერლებმა რესტორან რივას სცენაზე ყველასათვის კარგად ნაცნობი სიმღერები იმღერეს.
პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრები, საზოგადოებას მოუწოდებდნენ ქართული ნაწარმის შეძენის აუცილებლობაზე.
პროექტი მიზნად ისახავს, ქართველი მეწარმეების გაერთიანებას ერთი სავაჭრო ნიშნის ქვეშ და საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას.