არსებობს 3 ტიპის კომპიუტერის მომხმარებელი: ვინც მაუსის გამოყენებას ამჯობინებს, ვისაც კლავიატურა ურჩევნია და ვინც Siri-ს ან Cortana-ს დახმარებით ელაპარაკება კომპიუტერს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით, ხერხები, რომლებიც თქვენი კომპიუტერის უცნობ შესაძლებლობებს გამოავლენს, ყველასათვის სასარგებლო იქნება. სტატიაში მოცემული ჭკვიანური ხრიკები კომპიუტერის გამოყენებას ყოველდღიურად გაგიმარტივებთ.
როცა კომპიუტერთან ბევრს მუშაობთ, ახალი ფანჯრების სწრაფად გახსნა გჭირდებათ. ყოველ ჯერზე ამის მაუსით გაკეთების ნაცვლად, შეგიძლიათ Ctrl-ს და შემდეგ ასო T-ს დააჭიროთ. თუ MacBook-ს იყენებთ, Ctrl-ის მაგივრად “command”-ს დააჭირეთ.
კომპიუტერის პრობლემების უმეტესობა იმდენად მარტივი მოსაგვარებელია, რომ თუ გარკვეულ საფეხურებს მიჰყვებით, თავადაც შეძლებთ. ამის მიუხედავად, ადამიანების უმეტესობა მაშინვე პანიკდება და ხელოსანთან მიდის. სჯობს, დამშვიდდეთ და ცივი გონებით იფიქროთ. ჰკითხეთ Google-ს თქვენი პრობლემის შესახებ და წაიკითხეთ, რას წერენ ამაზე Microsoft-ის ფორუმზე. ასე თუ მოიქცევით, ფულს დაზოგავთ და მეტსაც ისწავლით.
რა საჭიროა კალკულატორი, როცა ისეთი დაუფასებელი რაღაც არსებობს, როგორიც Google-ია? თუ საზღვარგარეთ მიემგზავრებით და ვალუტის კურსის სხვა ვალუტაში ნახვა გინდათ, შეგიძლიათ Google-ში ჩაწეროთ სასურველი ფულის რაოდენობა და ქვეყანა, რომელშიც მიემგზავრებით. ან უბრალოდ ორი ვალუტა, მაგალითად, dollars to euros.
როცა ლეპტოპი airplane mode-ზეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი ფუნქცია, როგორიცაა Wi-Fi და Bluetooth, ითიშება. ამის წყალობით ბატარეა უფრო სწრაფად იტენება.
ადამიანების უმეტესობა სურათის შესანახად მაუსის მარჯვენა ღილაკს და “save”-ს იყენებს, თუმცა, არსებობს ამის გაკეთების უფრო მარტივი გზაც. დააჭირეთ “alt”, შემდეგ სურათზემაუსის მარჯვენა ღილაკს და ის ავტომატურად შეინახება გადმოწერილი სურათების ფაილში.
IP-ის დასამალად რამდენიმე გზა არსებობს. პირველ რიგში, კარგი VPN უნდა დააინსტალიროთ კომპიუტერში, რაც ვირტუალურ სამყაროში თქვენს რეალურ ადგილსამყოფელს შეცვლის. ამის შემდეგ შეგიძლიათ გადმოწეროთ PeerBlock, რომელიც ასევე მალავს თქვენს ადგილმდებარეობას და საშუალებას გაძლევთ, ისე გააკეთოთ ნებისმიერი რამე, რომ ვერავინ გაიგოს, სად იმყოფებით.
ალბათ, ბევრი თქვენგანი მუშაობს ისეთ ადგილას, სადაც კომპიუტერის ეკრანის განათება ძალიან მნიშვნელოვანია. სიბნელეში ზედმეტად კაშკაშა ეკრანი თვალებს ტკენს, სინათლეში კი ჩაბნელებულ ეკრანთან მუშაობა მოუხერხებელია. კომპიუტერების უმეტესობას night shift mode (ღამის რეჟიმი) აქვს, რაც ღამით ეკრანის განათებას ისე არეგულირებს, რომ თვალები არ გეტკინოთ. ასევე, შეგიძლიათ გადმოწეროთ f.lux, რომელიც ეკრანის ნათებას გარემოს მიხედვით არეგულირებს და ძალიან მოსახერხებელი პროგრამაა.
თუ კომპიუტერის სიჩქარესთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ, ეს შეიძლება დესკტოპის გადატვირთვის გამო იყოს. თუ ყველაფრისთვის ცალკე ფაილის შექმნა გეზარებათ, შექმენით ერთი ფაილი დესკტოპზე, რომელშიც ყველაფერს "ჩაყრით". აპლიკაციები task bar -ზე გადაიტანეთ. ამ ხერხით თქვენი დესკტოპი მაქსიმალურად დაცარიელდება და კომპიუტერიც უკეთესად იმუშავებს.
გამაღიზიანებელი არაა, როცა თქვენი ინტერნეტი ნელია იმის გამო, რომ ვიღაც Wi-Fi-ს გპარავთ? Wi-Fi-ის პაროლის შეცვლის გარდა თუ იმის გაგებაც გსურთ, თუ ვინ არის "ქურდი", შეგიძლიათ გადმოწეროთ Who is on my Wi-Fi. როცა "ქურდს" ეტყვით, რომ მისი ნამოქმედარის შესახებ იცით, ძალიან შერცხვება.
რა უნდა ქნათ, თუ ფაილების წაშლისა და "ნაგვის ყუთის" დაცარიელების შემდეგ გაიაზრებთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი რამ წაგეშალათ? გამოსავალი არსებობს - გადმოწერეთ Recuva, რომელიც წაშლილი ფაილების აღდგენის საუკეთესო საშუალებაა. უბრალოდ, უნდა ჩაწეროთ, რა ტიპის ფაილს ეძებთ და პროგრამა მაქსიმალურად დაგეხმარებათ. თუმცა, გაითვალისწინეთ, თუ ფაილი ძალიან დიდი ხნის წინ წაშალეთ, შესაძლოა პროგრამამ ვეღარ აღმოაჩინოს.
ყოველდღე მილიონობით ადამიანის კომპიუტერი იჰაკება, ერთ დღეს შესაძლოა მათ რიცხვში თქვენც აღმოჩნდეთ. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ანტივირუსი გამორთულია, შეიძლება ეს საფრთხის პირველი ნიშანი იყოს. ასევე, თუ პაროლს შეიყვანთ კომპიუტერში და აღმოჩნდება, რომ არ მუშაობს. დაჰაკვის კიდევ ერთი ნიშანი მაუსის კურსორის თავისით მოძრაობაა. თუ ამას დაინახავთ, კომპიუტერი/ლეპტოპი მაშინვე ექსპერტთან მიიტანეთ და ერთად სცადეთ პრობლემის გადაწყვეტა.
ადამიანებს, რომლებიც windows 10-ს იყენებენ, ციფრული რობოტი Cortana ყველაფერში ეხმარება. ის აიფონების Siri პროგრამის მსგავსია. თუ მაუსის გამოყენებით დაიღალეთ, დააჭირეთ ვინდოუსის ღილაკს და C ასოს. შემდეგ კი, უთხარით კორტანას ნებისმიერი რამ, რაც გინდათ. ის რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ, რომ დააზუსტოს, კონკრეტულად რა გსურთ და დაგეხმარებათ.
კიდევ ერთი საჭირო შორთქათია Ctrl + Q, ასე ვებ-ბრაუზერიდან სწრაფად გამოხვალთ.
“ctrl”-ზე და ასო I-ზე დაჭერით შეიძლება 147 განსხვავებული რამ მოხდეს სხვადასხვა პროგრამაში. თუმცა, მას ყველაზე ხშირად ვორდის ფაილში მუშაობისას იყენებენ, ტექსტის სტილის შესაცვლელად. ამ ღილაკებზე დაჭერით მონიშნული ტექსტი იტალიური, დახრილი გახდება.