logo_geo
eng_logo
7 სახის წვენი, რომელიც ზამთარში თქვენს იმუნურ სისტემას გააუმჯობესებს და გრიპი აღარ შეგაწუხებთ
- +

30 დეკემბერი. 2018. 02:45

 

 

შემოდგომა-ზამთარში, როცა თბილი დღეები მთავრდება და ტემპერატურა იკლებს, უმნიშვნელოვანესია იმუნური სისტემის გაუმჯობესებაზე ზრუნვა იმისათვის, რომ მარტივად არ გავცივდეთ და თუ ვირუსი მაინც შეგვეყრება, ადვილად დავამარცხოთ ის.

ვნახოთ რამდენიმე სახის წვენის რეცეპტი, რომელთა მომზადებასაც სახლის პირობებში შეძლებთ და მათი მირთმევის შედეგად იმუნური სისტემა მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ.

 

  1. ციტრუსების წვენი - უპირველეს ყოვლისა, ორგანიზმს C ვიტამინით გამდიდრება სჭირდება. ყველამ ვიცით, რომ ვირუსებთან გასამკლავებლად და მათგან თავის ასარიდებლად C ვიტამინის მიღება უმნიშვნელოვანესია. ის აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. ციტრუსის წვენს შეგიძლიათ სიტკბოსთვის თაფლი დაამატოთ და ასე მიირთვათ. ეს ფანტასტიკური საშუალებაა გრიპის თავიდან ასარიდებლად.

 

 

  1. გემრიელი და ცოტა ცხარე - ორი ვაშლის წვენს დაუმატეთ ერთი ცალი ლიმონის წვენი, ცოტაოდენი ჯინჯერი, ასევე ცოტა პილპილი. ეს წვენი რთული დასალევია, თუმცა დაგავიწყებთ სიცივეს და გაგიუმჯობესებთ იმუნიტეტს.

 

 

  1. ანტიოქსიდანტების ძალა - მოამზადეთ ფრეში სტაფილოსა და ჭარხლის წვენით. შეგიძლიათ, დაუმატოთ ცოტაოდენი ჯინჯერი და ლიმონის წვენი. დარწმუნებული იყავით, რომ გრიპი ვერაფერს დაგაკლებთ.

 

 

  1. მწვანე წვენი - თუ არ გიყვართ სალათები და ბოსტნეული, მოამზადეთ მათი გამოყენებით წვენი და სითხის სახით მიირთვით. შეურიეთ ერთმანეთს ბოსტნეული, კიტრი, ისპანახი, მწვანე ვაშლი, მოამზადეთ ფრეში და ასე მიირთვით.

 

 

 

  1. ზამთრის ელექსირი - დაწურეთ ვაშლი, სტაფილო, ფორთოხალი, შეურიეთ ერთმანეთს და მიირთვით. შედეგად, თქვენი ორგანიზმი გამდიდრდება A, B-6 და C ვიტამინებით. ეს არის ის, რაც ამ პერიოდში ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

 

  1. ბოსტნეულისა და ხილის წვენი - სტაფილოს, ვაშლისა და ნახევარი ლიმონის წვენს შეურიეთ ნიახურისა და ჭარხლის წვენი და დაუმატეთ ცოტაოდენი პილპილი.

 

 

  1. ვირუსებთან მებრძოლი წვენი - გარდა იმისა, რომ ეს წვენი აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, ამავდროულად, ძალიან გემრიელია. დააბლენდერეთ მანგო მარწყვთან ერთად და მიირთვით წვენი. ის მდიდარია A, C, E ვიტამინებითა და რკინით.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner