logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: მოსახლეობას სრული უფლება აქვს, ეს კითხვები ჰქონდეს...
- +

21 მაისი. 2016. 20:02



პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ყველას სთხოვს, ხურჩის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხებს მოუსმინონ და დასკვნები მერე გააკეთონ.


უსუფაშვილმა მომხდარი ტრაგედიის გამო გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა.


 

როცა ადამიანის სიცოცხლე ეწირება კონფლიქტს და ოკუპაციას, ასეთ დროს, სრულიად ბუნებრივია კითხვები, რომლებიც მოქალაქეებს აქვთ. მოსახლეობას სრული უფლება აქვს, ეს კითხვები ჰქონდეს, მაგრამ ყველა სახელმწიფო უწყება ასეთ კითხვებს სრულად დამაჯერებელ პასუხებს სცემს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს ოკუპანტი, აკონტროლებს შეიარაღებული ძალების გამოყენებით. ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს, არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ვიცით ასევე, რომ ეს კონფლიქტი შეიარაღებული ძალებით, საქართველოს მონაწილებით ვერ და არ გვარდება. სამწუხარო, ტრაგიკული გამოცდილება დაგვიგროვდა ამ სფეროში.
ყველა სახელმწიფო უწყება ყველაფერს აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს შესაძლებლობა საკმარისი არ აღმოჩნდა. აქ საერთაშორისო მექანიზმებს უნდა მივმართოთ. ტრაგედია მოხდა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახს, მაგრამ ყველას ვთხოვ, დასმულ კითხვებზე პასუხებს მოვუსმინოთ და მერე გავაკეთოთ დასკვნები", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.



ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner