logo_geo
eng_logo
რუსეთმა უკრაინიდან რიგი პროდუქციის იმპორტი აკრძალა
- +

30 დეკემბერი. 2018. 02:56

 

რუსეთმა უკრაინიდან რიგი პროდუქციის იმპორტი აკრძალა. კრემლის „შავ სიაში” ხორბალი, ალკოჰოლური სასმელი, ყავა, ზეთი და შოკოლადიც მოხვდა.

 

როგორც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ეს ნაბიჯი მოსკოვმა უკრაინის მიერ რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიებისადმი დაწესებული დამატებითი სანქციების საპასუხოდ გადადგა.

 

გარდა სურსათისა, რუსეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ნუსხაში მოხვდა უკრაინული აირტურბინებიც.

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გასულ კვირას გააფართოვა. შეზღუდვები შეეხო იმ პირებსაც, ვინც ქერჩის სრუტეში უკრაინული გემებისა და მეზღვაურების დაკავებაში მონაწილეობდნენ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner