logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს დიალოგისთვის მზადყოფნა დაუდასტურა
- +

30 დეკემბერი. 2018. 17:37

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს დამდეგ ახალ წელს ულოცავს და ადასტურებს, რომ რუსეთი ღიაა ვაშინგტონთან დიალოგისთვის ყველაზე ფართო დღის წესრიგით.

 

„შობისა და ახალი წლის მისალოც გზავნილში ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისადმი ვლადიმირ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსულ-ამერიკული ურთიერთობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სტრატეგიული სტაბილურობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაადასტურა, რომ რუსეთი ღიაა აშშ-სთან დიალოგისთვის ყველაზე ფართო დღის წესრიგით“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner