logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: 2018 წელი რუსეთისთვის მძიმე იყო
- +

30 დეკემბერი. 2018. 20:22

 

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი მიმავალ წელს აფასებს და აცხადებს, რომ 2018 წელი რუსეთისთვის მძიმე იყო, მათ შორის, იმის გამო, რომ ქვეყნები, რომლებიც რუსეთს გლობალური დომინირების საკითხში მეტოქედ მიიჩნევენ, მოსკოვზე ზეწოლას ახორციელებენ.

 

„ალბათ, იმის ხსენების აუცილებლობაც არ არის, რომ წელი მძიმე იყო. ისევე, როგორც ის ფაქტი, რომ რუსეთი მუდმივი წნეხის ქვეშ იმყოფება მათი მხრიდან, ვინც მას გარკვეულ კონკურენტად მიიჩნევს მსოფლიო პოლიტიკაში რაღაც დომინირებისთვის. ჩვენ ამას ვხედავთ აშშ-ის ქმედებების მაგალითზე“, - განაცხადა ლავროვმა.

 

მისივე თქმით, ამერიკა ღიად აცხადებს რუსეთის, ისევე, როგორც ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის შეკავების შესახებ. ლავროვის განცხადებით, რუსეთი ისურვებდა ენახა ევროპული ქვეყნების გაცილებით დამოუკიდებელი პოზიცია საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში. თუმცა, მისი განცხადებით, ეს ქვეყნები განაგრძობენ ამერიკის პოლიტიკის გატარებას მაშინაც კი, როდესაც ეს მათსავე ინტერესებს ეწინააღმდეგება.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner