logo_geo
eng_logo
„გოგო, რომელიც ჯოჯოხეთში ცოლად გამომყვა...“ - რას წერს პატიმრობიდან გათავისუფლებული ოთარ აბესაძე
- +

30 დეკემბერი. 2018. 21:36

თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე facebook-ზე წერს:

 

„ადამიანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს...

 

ადამიანი, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით მომკიდა ხელი და ცხოვრება თავიდან დამაწყებინა

 

ეს არის გოგო, რომელიც ყველაზე მძიმე პერიოდში როდესაც ოჯახის ძველისძველი მანქანით ტაქსაობა მომიწია, ფულის დაზოგვის მიზნით მანქანას საკუთარი ხელით რეცხავდა და მეხმარებოდა (მე გარედან და დეიკო შიგნიდან

 

გოგო, რომელიც 4 ადგილზე მუშაობდა, არიგებდა ფლაიერებს და აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემთვის წამლები ეყიდა მაშინ, როდესაც მუშაობა არ შემეძლო მიკრო ინსულტის გამო

 

გოგო, რომელიც არამარტო ჯოჯოხეთში გამომყვა, არამედ ჯოჯოხეთში ცოლად გამომყვა

 

გოგო, რომელმაც დამიბრუნა თვითშეფასება  და ამ გოგოს დამსახურებაა, რომ დღეს კვლავ 2 უნივერსიტეტის პროფესორი ვარ

 

მიყვარხარ მე შენ ძალიან და არ ვიცი ოდესმე თუ გადაგიხდი ამ ყველაფრისთვის სამაგიეროს !

 

შენ ხარ ქალის, ცოლის და მეგობრის იდეალი!", - წერს ოთარ აბესაძე.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე 15 იანვარს პატიმრობიდან გაათავისუფლეს. აბესაძე სასამართლომ 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ადვოკატი ირმა ჭკადუა აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა. ოთო აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც ის ჩაფიძის კლინიკაში მოათავსეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის საფუძველზე მიიღო.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს დააკავა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner