რამდენიმე დღის წინ, მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა, რომელსაც მღვდელ-მონაზონი ბასილი მართავდა, მაშველებმა იპოვეს.
„ინტერპრესნიუსს" სამაშველო სამსახურში დაუდასტურეს, რომ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩაძირულ კონკრეტულ ავტომანქანას მიაგნეს, თუმცა უწყებაში ჯერჯერობით უჭირთ იმის დაკონკრეტება, ეკუთვნის თუ არა ის მღვდელ-მონაზონ ბასილს.
მათივე განმარტებით, ავტომანქანის მდინარიდან ამოყვანის სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.
ადგილზე მყოფი პირების ინფორმაციით, მანქანაში, სავარაუდოდ, მამაკაცის გვამია.