logo_geo
eng_logo
მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა იპოვეს, რომელშიც, სავარაუდოდ, მამაკაცის გვამია
- +

21 მაისი. 2016. 21:15



რამდენიმე დღის წინ, მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა, რომელსაც მღვდელ-მონაზონი ბასილი მართავდა, მაშველებმა იპოვეს.


 „ინტერპრესნიუსს" სამაშველო სამსახურში დაუდასტურეს, რომ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩაძირულ კონკრეტულ ავტომანქანას მიაგნეს, თუმცა უწყებაში ჯერჯერობით უჭირთ იმის დაკონკრეტება, ეკუთვნის თუ არა ის მღვდელ-მონაზონ ბასილს.


მათივე განმარტებით, ავტომანქანის მდინარიდან ამოყვანის სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.

ადგილზე მყოფი პირების ინფორმაციით, მანქანაში, სავარაუდოდ, მამაკაცის გვამია.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner