საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პირველი მოადგილის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა წარადგინა.
ბესელიამ პირველი მოადგილის პოსტზე გედევან ფოფხაძის, ლევან გოგიჩაიშვილისა და რუსლან პოღოსიანის კანდიდატურა დაასახელა.
ამასთან, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლით მოქმედებს, რომელშიც წერია, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე შესაძლებელია წარდგენილი იყოს ორზე მეტი კანდიდატი.