logo_geo
eng_logo
საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულთა დაზღვევა 1 იანვრიდან სავალდებულო ხდება
- +

31 დეკემბერი. 2018. 10:52

 

 

2019 წლის პირველი იანვრიდან დამსაქმებლებისთვის ახალი ვალდებულებები ამოქმედდება. კერძოდ: შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით, სავალდებულო ხდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულის დაზღვევა.

 

მიმდინარე წლის მარტში მიღებულ კანონში ჩანაწერი მინიმალური სადაზღვეო პაკეტის შესახებ არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ პირობები, რომლითაც კომპანია დასაქმებულს დააზღვევს, სადაზღვევოსა და დამსაქმებელს შორის მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული.

 

დამსაქმებელი ასევე ვალდებულია, დანიშნოს, ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. ის აგებს პასუხს, თუკი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო რაიმე ინციდენტი ან უბედური შემთხვევა მოხდება. აუცილებელია, უსაფრთხოების სპეციალისტს ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება და გააჩნდეს აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოწმობა.

 

შრომის უსაფრთხოების კანონის თანახმად, 2018 წლის პირველი აგვისტოდან შრომის ინსპექტორს შეუძლია ობიექტზე შესამოწმებლად გაუფრთხილებლად მივიდეს. მანამდე ეს უფლება მას მხოლოდ კომპანიის ნებართვით ჰქონდა. ჯარიმების ოდენობა დარღვევების სიმძიმისა და საწარმოს სიდიდის მიხედვით განისაზღვრება და 100-დან 50 ათას ლარამდეა. კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, ინსპექციას სამუშაო პროცესის შეჩერების უფლებაც ეძლევა, თუმცა ამისთვის სასამართლო გადაწყვეტილებაა საჭირო.

 

კანონი პარლამენტმა 2018 წლის 7 მარტს მიიღო და ის ძალაში ეტაპობრივად შედის.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner