logo_geo
eng_logo
„საქართველოს ბანკმა“ GGF -ისგან 25 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მოიპოვა
- +

31 დეკემბერი. 2018. 11:48

 

„საქართველოს ბანკმა“ მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ასევე მსხვილი ბიზნესებისა და საჯარო სექტორის გაძლიერების მიზნით GGF-ისგან (Green for Growth Fund) 25 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება მოიპოვა.

 

GGF-ის 5 წლიანი ფულადი რესურსი მიმართული იქნება საქართველოში არსებული საწარმოების, მუნიციპალიტეტების, საჯარო სექტორის ერთეულების საბრუნავი კაპიტალისა და საინვესტიციო საჭიროებების დაფინანსებისკენ. „საქართველოს ბანკი“ ასევე დააფინანსებს იმ ენერგოეფექტურ პროექტებს, რომლებიც 20%-ზე მეტი ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობას  იძლევა.

 

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ GGF-თან ერთად მრავალფეროვან პროდუქტებს ვქმნით მომხმარებლებისათვის. ეს ჩვენი მეორე წარმატებული თანამშრომლობაა და საქართველოში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებისკენ არის მიმართული. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის", - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner