logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდება
- +

21 მაისი. 2016. 21:17



უკვე 9 წელია, მელიქიშვილის გამზირზე, ყოველი წლის 20 მაისს, საზოგადოება იკრიბება, რათა პატივი მიაგოს იქ მოკლული ლეგენდარული პუბლიცისტის გურამ შარაძის ხსოვნას.


წელს კი მისმა შვილმა რუსუდან შარაძემ იქ მისულ ადამიანებს სიურპრიზი შესთავაზა და ყველა მსურველს საჩუქრად გადასცა მამის წიგნები. 


„დღეს შესრულდა 9 წელი  მამაჩემის მკვლელობიდან, ამიტომ გადავწყვიტე, გამეკეთებინა ერთგვარი აქცია და გამომეტანა მისი წიგნები და საჩუქარი გამეკეთებინა მკითხველისთვის. ყველას უღრმეს მადლობას ვუხდი, ვინც დღეს აქ მოვიდა და პატივი მიაგო გურამ შარაძის ხსოვნას.

 

მკვლელობის საქმეს რაც შეეხება, ჯერჯერობით არ მაქვს უფლება, დეტალებზე საჯაროდ  ვისაუბრო, თუმცა გამოძიება ნამდვილად მიმდინარეობს. მე ვერ გეტყვით კონკრეტულ დროს, როდის შეიძლება საბოლოო დასკვნა დაიდოს მამაჩემის მკვლელობასთან დაკავშირებით, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდება", - განაცხადა რუსუდან შარაძემ. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner