logo_geo
eng_logo
ვის უნდა უმადლოდეს მსოფლიო ნაძვის ხის მორთვას
- +

1 იანვარი. 2019. 11:00

 

 

გერმანიაში უმთავრეს და უსაყვარლეს დღესასწაულად ითვლება ქრისტეშობა. სწორედ გერმანიას უნდა უმადლოდეს მსოფლიო ულამაზესი ტრადიციის არსებობისთვის – ეს არის ნაძვის ხის მორთვა.

 

შუშის ნაძვის ხის სათამაშოების და ხელოვნური ნაძვის ხეების არსებობაც  სათავეს იღებს სწორედ გერმანიაში.

 

ჯერ კიდევ ქრისტიანული ეპოქის დაწყებამდე, გერმანელები დეკემბრის ბოლოს, შუა ზამთარს ზეიმობდნენ. ამ დღეს წყალში სხვადასხვა ხილის ხის ტოტებს აწყობდნენ, რომლებსაც ფერად ბაფთებს უკეთებდნენ. ეს მიანიშნებდა, რომ ბუნება სამუდამოდ არ მომკვდარა. ზოგჯერ ტოტები კვირტს არ იკეთებდა, ეს კი ცუდის ნიშანი იყო.

 

XVI საუკუნეში, მარტინ ლუთერმა შობის ღამეს მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო.

 

სულ მალე, მთელ გერმანიაში, ყველა ოჯახის მაგიდაზე ამგვარი „თაიგული“ გაჩნდა. მოგვიანებით, წიფელი ნაძვმა შეცვალა, რომლის ზომაც დროთა განმავლობაში თანდათან იზრდებოდა.

 

რამდენად უჩვეულოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ევროპაში ნაძვის ხის ტრადიცია XVIII-XIX საუკუნეში გავრცელდა. ბაფთები და ხილი, ბამბამ და მუყაოსაგან დამზადებულმა სხვადასხვა ფიგურამ შეცვალა.

 

ასე რომ, საშობაო ნაძვის ხე სათავეს გერმანიიდან იღებს. ელექტრობამ მანათობელი გირლანდების შექმნის იდეა გააჩინა. ნათურები სანთლებზე გაცილებით მეტხანს ანათებდნენ და ვიზუალურადაც უფრო ეფექტურად გამოიყურებოდნენ. მართალია, თავდაპირველად, კანფეტებსა და გამხმარ ხილსაც ჰკიდებდნენ, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებამ შუშის და ფაიფურის ფიგურები შვა.

 

აღსანიშნავია, რომ დიდი ხნის განმავლობაში, მართლმადიდებელი ეკლესია ნაძვის ხეს კრძალავდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner