ავტორი თამუნა მარშანიშვილი
მელიქიშვილის გამზირზე, უკვე 9 წელია, ყოველ 20 მაისს, საზოგადოება იკრიბება, რათა პატივი მიაგოს იქ მოკლული ლეგენდარული პუბლიცისტის გურამ შარაძის ხსოვნას. გამონაკლისი არც წელს იყო.
„9 წლის წინ მოკლეს, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის თვალსაჩინო მოღვაწე, პროფესორი გურამ შარაძე. მე ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ დამესიზმრებოდა, რომ სააკაშვილის მტარვალი ბანდის მოცილების შემდეგ ჩვენ, გახმაურებული საქმეების ოჯახებს, ისევ მოგვიწევდა საპროტესტო აქციაზე ყოფნა. სამწუხაროა, რომ დღეს, ცხრა წლის თავზე კიდევ გვიწევს აქ მოსვლით პროტესტის გამოხატვა", - განაცხადა მოძრაობის „დაიცავი სიცოცხლე" თავმჯდომარე ჯამბულ გამცემლიძემ.