logo_geo
eng_logo
მაკა ზამბახიძე: დიდი ხანია, არ მღირსებია, ახალ წელს შევხვდე სახლში
- +

ავტორი ილონა ცაცუა

1 იანვარი. 2019. 11:37

 

 

სად ხვდება ახალ წელს მომღერალი მაკა ზამბახიძე და რა მოლოდინები აქვს 2019 წელს? - ამ თემაზე მან  „რეპორტიორთან“ ისაუბრა.

 

„ტრადიციულად, ღია ცის ქვეშ ვხვდები. დიდი ხანია არ მღირსებია, ახალ წელს შევხვდე სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად და ეს საკითხი მაწუხებს, მაგრამ რა ვქნა? ჩემი საქმიანობა ასე მოითხოვს და მე ვემსახურები ჩემს პროფესიას ბოლომდე. მოლოდინები მაქვს, რომ იქნება ახალი ეტაპი, სიახლეები, ახალი სიმღერები და ბევრი ვიდეორგოლი“, - განაცხადა მაკა ზამბახიძემ.

 

მაკამ ქვეყანას 2019 წელს მეტი გამტანიანობა უსურვა.

 

„ჩვენ ქვეყანას ვუსურვებ მეტ სიყვარულს, მეტ გამტანიანობას, რომ მოგვწონდეს ერთმანეთის ყველაფერი და არ ვიყოთ ჩასაფრებულ რეჟიმში. ასევე მშვიდობას, ჯანმრთელობას და ბევრ ლამაზ დღეს“, - აღნიშნა ზამბახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner