ავტორი ილონა ცაცუა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია „რეპორტიორის“ მეშვეობით ქვეყანას ახალ წელს ულოცავს და საახალწლო ტრადიციებზეც საუბრობს.
„ახალ წელს ვულოცავ საქართველოს. მოსახლეობას ვუსურვებ ქვეყნის ერთიანობას. ვფიქრობ, საქართველოს კეთილდღეობა სწორედ დე-ოკუპაციაზე გადის. ადამიანებს მინდა ვუსურვო ხვავი, ბარაქა, ჯანმრთელობა და კაცთმოყვარეობა.
ტრადიციულად ახალ წელს ვხდები ოჯახში. წელს კი ბაკურიანში ვხვდებით მეგობრები და ნათესავები, რადგან თბილისში მოკლებული ვართ თოვლს, რაც საახალწლო განწყობას ქმნის. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ წელს თბილისი თავის თავს აჭარბებს. ძალიან ლამაზია. ახალ წელს მეკვლედ ჩემი მეგობრის შვილები მოვლენ“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.