logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ბევრი საცივის გაკეთების შნო ჰქონდეს ყველა ქართველს
- +

ავტორი ილონა ცაცუა

1 იანვარი. 2019. 14:10

 

 

პოლიტოლოგმა რევაზ საყვარელიძემ საახალწლო ტრადიციებზე „რეპორტიორთან“  ისაუბრა და  გაგვიმხილა,  რომელ კერძს ანიჭებს უპირატესობას საახალწლო სუფრაზე.

 

„ვვარაუდობ, რომ ახალ წელს შევხვდები ბერლინში,  ქალიშვილთან და მეუღლესთან ერთად. ჩვენ ყოველთვის სახლში ვზეიმობთ, მაგრამ წელს გზიდან გადახვევა მოგვიწევს, მეორე ტრადიციის სასარგებლოდ. ტრადიცია გვაქვს, რომ ყოველთვის ოჯახის წევრები  ერთად ვხვდებით ხოლმე ახალ წელს, რადგან ჩემი ქალიშვილი ჩამოსვლას ვერ ახერხებს, ამიტომ ჩვენ მივდივართ მასთან. ასე რომ, ერთ ტრადიციას დავიცავთ მეორე ტრადიციის ხარჯზე. საახალწლო სუფრას რაც შეეხება, უპირატესი კერძია საცივი, ამას თქმა უნდა?“ - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

 

მან ქვეყანას მშვიდობა და ნაყოფიერება უსურვა.

 

„ქვეყანას ვუსურვებ, რომ ბევრი საცივის გაკეთების შნო ჰქონოდეს ყველა ქართველს. მოგეხსენებათ, დიდი სიამოვნებაა და ეგ პრობლემა რომ არ იდგას, კარგი იქნება. საერთოდ საახალწლო სუფრა უნდა იყოს რაც შეიძლება უხვი და მდიდარი. ეს არ უნდა იყოს პრობლემა არცერთი ოჯახისთვის. მთლიანობაში კი ქვეყანა ს2019 წელს ვუსურვებ მშვიდობას, ნაყოფიერებასა და ბედნიერებას“, - განაცხადა საყვარელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner