„მიმდინარე წელი იყო ბევრი სირთულით აღსავსეც, თუმცა, იყო ძალიან ბევრი წარმატებაც. მინდა, იმედი დავიტოვო, რომ მომდევნო წელი იქნება ბევრად უფრო წარმატებული“, - ასე შეაჯამა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 2018 წელი.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად სოციალური მდგომარეობა დაასახელა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს კეთილდღეობის სტანდარტის ასამაღლებლად.
„ჩვენ გვჭირდება წინსვლა ყოველდღიურ რეჟიმში. არის უამრავი სირთულე, სოციალური მდგომარეობა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ჩვენი ქვეყნისათვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ადამიანების ცხოვრების პირობები ჩვენს ქვეყანაში, ამაღლდეს კეთილდღეობის სტანდარტი, აქეთკენ უნდა იყოს მიმართული თითოეული ჩვენგანის საქმიანობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.