logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ჩაფიძეს ალბათ დაავიწყდა, რომ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი აღარ არის!
- +

25 თებერვალი. 2016. 10:51


„ქართული ოცნების" წევრების ბოლოდროინდელი ურთიერთკრიტიკული განცხადებები -ამ თემაზე სასაუბროდ „რეპორტიორმა" „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძეს მიმართა:


საარჩევნო სიების დაკომპლექტება გადამწყვეტ ფაზაში შედის. ბევრი კი იძახის, ჯერ არაფერი გარკვეული არ არისო, მაგრამ ამას არავინ დაიჯერებს. მაქვს მოლოდინი, დაპირისპირება გაძლიერდება. ადამიანები, რომლებიც გრძნობენ, რომ სიის მიღმა არიან და პარლამენტში ვერ მოხვდებიან, ასეთ განცხადებებს გააკეთებენ კიდეც, რომ თავი დაიმკვიდრონ ოპოზიციაში. ამ რამდენიმე დღის წინ ელისო ჩაფიძემ გააკეთა განცხადება ბიძინა ივანიშვილის მიმართ - ტყიბულელი მეშახტეები რატომ დატოვეთ ბედის ანაბარაო. რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი მეშახტეებთან, მე ვერ გავიგე. ელისო ჩაფიძეს ალბათ დაავიწყდა, რომ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი აღარ არის! ეტყობა, ჩაფიძე სიის მიღმა რჩება. მკვეთრი განცხადებები კიდევ იქნება..." - განაცხადა მჟავანაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner