საახალწლო სამზადისი ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუ ნაძვის ხე დიდი ზომისაა, მის მოსართავად ბევრი ფერადი ნათურა და სათამაშოა საჭირო. ბევრ მოსართავს კი ბევრი თანხა სჭირდება. ნაძვის ხის გარეშე ახალი წელი წარმოუდგენელია. თანხების დაზოგვის მიზნით გთავაზობთ რამდენიმე მარტივ იდეას, როგორ დაამზადოთ ახალი წლის მთავარი სიმბოლო - ნაძვის ხე, თქვენი გემოვნებით.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კიბე, შეგიძლიათ, სადღესასწაულო ხედ აქციოთ.
თუ დიდი ნაძვის ხე უკვე ააწყვეთ და მუშაობისას მაგიდაზეც გსურთ პატარა ხე გედგათ განწყობის შესაქმნელად, ფერად-ფერადი მუყაო და თექა შეგიძლიად მრგვალად გამოჭრათ და ხის ჩხირზე აასხათ.
გაქვთ შარშანდელი და შარშანწინდელი სათამაშოები ბლომად, მაგრამ აღარ მოგწონთ ძველი ნაძვის ხე? შეგიძლიათ ნაძვი არც იყიდოთ და სათამაშოების წყობით ხის იმიტაცია კედელზე შექმნათ.
ეკო ნაძვის ხე არაბუნებრივი, მაგრამ მაინც ხისგან დამზადებული
კიდევ უფრო მარტივი იდეაა ნაძვის ხის ქაღალდისგან დამზადება
თუ პატარა სახლი გაქვთ და ნაძვის ხე დიდ ადგილს გართმევთ. ამასთანავე გსურთ, ოთახის კუთხეც ეფექტურად გამოიყენოთ, შეგიძლიათ კუთხეზე ნათურებით შექმნათ ნაძვის ხის იმიტაცია.
შეიძლება უსიხარულოდ ჩანს, მაგრამ თუ ბრჭყვიალა ფერები არ გიყვარს და ბუნებრივი, სადა ფორმები გირჩევნია, ნაძვის ხეც შეგიძლია ასეთი გქონდეს.
თუ მარტო ნათურები გაქვთ, ფონს გასვლა ამითაც შეიძლება, კედელზე რამდენიმე ჭიკარტის მიკვრა და ნათურებით ფორმის მიცემა დაგჭირდებათ.
მხოლოდ წვიმებითაც მშვენიერ ხეს გააწყობთ კედელზე.
ნაძვის ხე წიგნებით
პატარ-პატარა ნაძვის ხეები სარეცხის სარჭებითა და ქაღალდებით
ნაძვის ხე კედელზე. დაგჭირდებათ ფერადი ნათურები და ცოტა ფანტაზია
გირჩის ნაძვის ხე, გარდა იმისა, რომ ლამაზი და ორიგინალურია, სახლში ტყის სასიამოვნო სუნსაც აყენებს.
სათამაშოები და საქსოვი, სქელი ძაფები ნაძვის ტოტებად
მუყაოს თეთრი ნაძვის ხე სადა და მოკრძალებული ინტერიერისთვის