logo_geo
eng_logo
ნინო გოგუაძე: ახალ წელს ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობა იგრძნობა
- +

ავტორი ილონა ცაცუა

1 იანვარი. 2019. 16:48

 

 

საახალწლო სამზადისზე, სურვილებზე, ტრადიციებსა და განწყობებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო გოგუაძე „რეპორტიორს“ ესაუბრა. მისი თქმით ახალ წელს ხალხი ერთმანეთის მიმართ მეტ კეთილგანწყობას გამოხატავს.

 

„ტრადიციულად ვხვდები ახალ წელს სახლში ოჯახთან ერთად. ამ ტრადიციის დარღვევას არც წელს ვაპირებ. მომწონს ის, რომ ახალ წელს ყველას დადებითი განწყობა აქვს. ყველა ბედნიერია და ერთმანეთის მიმართ უფრო მეტ კეთილგანწყობას გამოხატავენ. ვფიქრობ, რომ ეს დღე სწორედ ამითაა გამორჩეული. ყველას აქვს სურვილი, სხვას კარგი და ახალი უსურვოს. ჩვენ გვაქვს ასეთი განცდა, როგორი განწყობითაც შეხვდებით ახალ წელს, ისეთი იქნება მთელი წელი. საახალწლო სუფრას ნაწილობრივ ვამზადებ. ოჯახის წევრებს გადანაწილებული გვაქვს საქმეები და ვიცით, ვის, როგორ უნდა გავუმასპინძლდეთ. ქვეყანას ვულოცავ ახალ წელს და ვუსურვებ, ის ნეგატიური განწყობა, რაც წინა წელს ჭარბად იყო, შეცვლილიყოს პოზიტივით“, - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner