logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა
- +

31 დეკემბერი. 2018. 17:07

„გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა – უახლესი სტატისტიკით, 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 276 ადამიანია დაავადებული“,- ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. წინა კვირაში 100 ათას ადამიანზე დაინფიცირების 221 შემთხვევა მოდიოდა.

 

ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მომდევნო კვირებში, სავარაუდოდ, შემცირდება, რაც სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დაწყებულ არდადეგებს უკავშირდება.

 

გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 100 ათას ადამიანზე 400-ს მიაღწევს, დღის წესრიგში დადგება ამბულატორიული დაწესებულებების 24-საათიან რეჟიმზე გადასვლა. 500-იანი ნიშნულის დაფიქსირების შემთხვევაში კი, უკვე ეპიდემია გვექნება.

 

თუმცა, როგორც დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, ჯერჯერობით მსგავსი საფრთხის საფუძველი არ არსებობს. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლოს 100 ათასი ადამიანიდან 400-ის დაინფიცირების მაჩვენებელი 2009 წელს იყო.

 

ამ ეტაპზე ქვეყანაში გრიპით დაინფიცირებულთა უმეტესობას H1N1 აქვს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner