logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: კოღუაშვილი ღირსეულ გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს!
- +

21 მაისი. 2016. 22:14



დეპუტატ  ლუკა კურტანიძესთის  დავით კოღუაშვილის განცხადება მისთვის მიუღებელია. ამის შესახებ კურტანიძემ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ყრილობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა:


„რა განცხადებაც ბატონმა დავით კოღუაშვილმა გააკეთა, ჩემთვის მიუღებელია და ყოველთვის მიუღებელი იქნება. ამიტომ, თავისი განცხადებებიდან გამომდინარე, არჩევანი თავად უნდა გააკეთოს. მე მგონია, მას ღირსება არ აკლია და ღირსეულ გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს", - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.



„არ მგონია, რომ უგულავამ კიდევ დიდხანს დაყოს ციხეში და ვისურვებდი, მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში. მერაბიშვილიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია. უბრალოდ, ის გახდა იმ გარემოებების მძევალი, რაც მას დაატეხა მისმა მეუღლემ. ვგულისხმობ გირგვლიანის საქმეს", - განაცხადა რამდენიმე დღის წინ დავით კოღუაშვილმა „ქართული გაზეთთან" საუბარში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner