logo_geo
eng_logo
10 ფილმი სიყვარულზე, რომელიც საახალწლოდ რომანტიკულ განწყობას შეგიქმნით
- +

1 იანვარი. 2019. 21:03

 

 

ვნახოთ 10 ფილმი სიყვარულზე, რომლებსაც ახალი წლის დღეებში უნდა უყუროთ, თუ გსურთ, რომ რომანტიკული განწყობა შეიქმნათ.

 

1. „შვებულება“/The Holiday – ფილმში ორი გულგატეხილი ქალის საინტერესო თავგადასავალს ნახავთ. ეს იმ ფილმების კატეგორიას განეკუთვნება, რომელთა ნახვაც მაყურებელს არასოდეს ბეზრდება. გარდა საინტერესო ისტორიისა, ფილმში ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს ნახავთ.

 

2. „რეალური სიყვარული“/Love Actually – კლასიკური სადღესასწაულო ფილმი, რომლის გარეშეც ახალი წელი წარმოუდგენელია.

 

3. „ინტუიცია“/Serendipity – რომანტიკული ფილმი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება.

 

4. „სტოუნების ოჯახი“/The Family Stone – ამ ფილმში ყველაფერია ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ და სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.

 

5. „მეოჯახე“/The Family Man – ფილმი დაგაფიქრებ იმაზე, თუ რა არის ცხოვრებაში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

 

6. „ოთხი შობა“/Four Christmases – ეს არის რომანტიკული კომედია, რომელზეც ბევრს იცინებთ და სასიამოვნო განწყობას შეიქმნით.

 

7. „ეს მშვენიერი ცხოვრება“/It’s A Wonderful Life – კლასიკად აღიარებული ფილმი შთამბეჭდავი სასიყვარულო ამბით.

 

8. „ბრიჯიტ ჯონსის დღიურები“/Bridget Jones’s Diary – ამ ბრიტანულ რომანტიკულ კომედიაში ნახავთ სასიყვარულო სამკუთხედს და საინტერესო სასიყვარულო თავგადასავალს.

 

9. „თეთრი შობა“/White Christmas – მხიარული სადღესასწაულო ფილმი არაჩვეულებრივი საუნდტრეკებით.

 

10. „უბრალოდ მეგობრები“/Just Friends – მამაკაცი, რომელიც სკოლაში ვერავის ხიბლავდა, გადაწყვეტს, რომ იმ გოგონას გული მოიგოს, რომელიც, ყოველთვის უარყოფდა და დასცინოდა. ფილმზე ბევრს იხალისებთ და სასიამოვნო განწყობას შეიქმნით.

 

 

 

 
წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner