ვნახოთ 10 ფილმი სიყვარულზე, რომლებსაც ახალი წლის დღეებში უნდა უყუროთ, თუ გსურთ, რომ რომანტიკული განწყობა შეიქმნათ.
1. „შვებულება“/The Holiday – ფილმში ორი გულგატეხილი ქალის საინტერესო თავგადასავალს ნახავთ. ეს იმ ფილმების კატეგორიას განეკუთვნება, რომელთა ნახვაც მაყურებელს არასოდეს ბეზრდება. გარდა საინტერესო ისტორიისა, ფილმში ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს ნახავთ.
2. „რეალური სიყვარული“/Love Actually – კლასიკური სადღესასწაულო ფილმი, რომლის გარეშეც ახალი წელი წარმოუდგენელია.
3. „ინტუიცია“/Serendipity – რომანტიკული ფილმი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება.
4. „სტოუნების ოჯახი“/The Family Stone – ამ ფილმში ყველაფერია ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ და სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.
5. „მეოჯახე“/The Family Man – ფილმი დაგაფიქრებ იმაზე, თუ რა არის ცხოვრებაში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
6. „ოთხი შობა“/Four Christmases – ეს არის რომანტიკული კომედია, რომელზეც ბევრს იცინებთ და სასიამოვნო განწყობას შეიქმნით.
7. „ეს მშვენიერი ცხოვრება“/It’s A Wonderful Life – კლასიკად აღიარებული ფილმი შთამბეჭდავი სასიყვარულო ამბით.
8. „ბრიჯიტ ჯონსის დღიურები“/Bridget Jones’s Diary – ამ ბრიტანულ რომანტიკულ კომედიაში ნახავთ სასიყვარულო სამკუთხედს და საინტერესო სასიყვარულო თავგადასავალს.
9. „თეთრი შობა“/White Christmas – მხიარული სადღესასწაულო ფილმი არაჩვეულებრივი საუნდტრეკებით.
10. „უბრალოდ მეგობრები“/Just Friends – მამაკაცი, რომელიც სკოლაში ვერავის ხიბლავდა, გადაწყვეტს, რომ იმ გოგონას გული მოიგოს, რომელიც, ყოველთვის უარყოფდა და დასცინოდა. ფილმზე ბევრს იხალისებთ და სასიამოვნო განწყობას შეიქმნით.